Thursday, December 10, 2009



-->
შენადნობები - უძველესი დროიდან დღემდე
პროექტის მოკლე აღწერა
ექსკურსია საქართვლოს ხელოვნების მუზეუმში
მოსწავლეები გაეცნობიან , თუ რა მნიშვნელოვანი მიღწევები ჰქონდათ ჩვენს წინაპრებს მეტალებისა და მათი შენადნობების მიღებისა და გამოყენების სფეროში.

პროექტის სრული აღწერა
საქართველოში , დიდი ხნით ადრე , ჩვ.წ .აღ-მდე VI-IV საუკუნეებში ხელოსნობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დარგად განვითარდა მეტალურგია.(მრეწველობის დარგი, რომელიც მტალებისა და მათი შენადნობების მიღებას პრაქტიკულად ახორციელებს). ვანის არქეოლოგიური გათხრების შედეგად

აღმოჩენილი ანტიკური ხანის ბრინჯაოს, რკინის, ოქროსა და სპილენძის ნაკეთობანი (საყოფაცხოვრებო ნივთები, სამკაულები, მინიატურული ქანდაკებები) ცხადყოფენ, თუ როგორ მაღალ დონეზე ფლობდნენ ქართველები მეტალებისა და მათი შენადნობების დამუშავების ხელოვნებას. ვანში აღმოჩენილ ჭიქურ მძივსაკიდებს ისტორიკოსები თეატრალურ ნიღბებად მიიჩნევენ(,,ჭიქური“- კრიალა, მოელვარე შენადნობი, რომლითაც ფარავდნენ თიხის ჭურჭელს).


მოსწავლეთა ასაკი მე-9 კლასი
ვადები/ხანგრძლოვობა - ერთი თვე
მოსალოდნელი შედეგები : მოსწავლეები საკუთარი თვალით ნახავენ და შეაფასებენ დღეს უკვე ხელოვნების ნიმუშებს . ისინი მიიღებენ ინფორმაციას მეტალებისა და მათი შენადნობების პრაქტიკულად გამოყენების შესახებ.
სამუშაო ენა: ქართული

პროექტის ფასილიტატორი: მაია ბერიანიძე
mberianidze3@gmail.com